პატრუშევი აცხადებს, რომ „კროკუსზე“ თავდასხმის კვალი უკრაინაში მიდის
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებთან მიდის.
ამის შესახებ Tass-ი წერს.
„ცდილობენ, თავს მოგვახვიონ, რომ ტერაქტი არა კიევის რეჟიმის მიერ, არამედ რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მხარდამჭერთა მიერ იყო მოწყობილი, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალის წევრების მიერ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ოპერატიულად დადგინდეს, ვინ არის ამ საზარელი დანაშაულის დამკვეთი და სპონსორი. მისი კვალი მიდის უკრაინულ სპეცსამსახურებთან. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ კიევის რეჟიმი დამოუკიდებელი არაა და სრულად კონტროლდება აშშ-ის მიერ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვაშინგტონის შექმნილია“, – განაცხადა პატრუშევმა.