რატი იონათამიშვილი: არ მეგონა, რომ მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია

“გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს”, –  ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიცია მძიმე დღეშია.

„საზოგადოება უყურებს, რომ უკვე ერთი საათია, ჩვენ განვიხილავთ ერთ ინიციატივას და ოპოზიცია ამ დროის განმავლობაში სრულიად სხვა საკითხზე სვამს კითხვებს. ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. კიდევ არ მეგონა, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები