იაგო ხვიჩია: ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი

ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ერთი საკითხია “რუსული კანონი” და მეორე კვოტების, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“გირჩის” დეპუტატის განმარტებით, ამ საკითხების ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს.

„ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ერთი საკითხია “რუსული კანონი” და მეორე კვოტების. მათი ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს. ჩემს კოლეგებს სიმშვიდეს ვურჩევდი, რადგან ეს არის გამარჯვებული თამაში – ყველასთვის გასაგებია, რომ “ქართულ ოცნებას” ახალ-ახალი საჩხუბარი კანონები შემოაქვს და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს მშვიდად უნდა ვაჩვენოთ”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, კითხვის საპასუხოდ, რომ ჭკუა ბევრს ქალს არ გააჩნია, არის დისკრიმინაციული, ხვიჩია პასუხობს:

„არც კაცს, ბატონი რომანიც ამაში გამყავს. ეს არის ის, როცა ფიქრის უნარი არ გააჩნიათ. რომელ საარჩევნო სიაში მოხვდნენ, ამის გამო ფიქრის უნარი დაკარგული აქვთ და ამ ხალხში გადის ბატონი რომანიც და დანარჩენი ქალბატონებიც”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები