ვიქტორ ჯაფარიძე: აშშ-ის ყოფილ ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს კანონი, ისე თქვა, რუსულიაო, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს

აშშ-ის ყოფილ ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს კანონი, ისე თქვა, რუსულიაო, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას სჭირდება.

„ამერიკის ელჩს, დეგნანს არც წაუკითხავს, ისე თქვა, რომ რუსული კანონიაო. მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. მოსახლეობა მხარს დაუჭერს იმას, რომ იცოდნენ, თანხები რას ხმარდება. ხმაურს და დაპირისპირებას არ ველოდებით. გოგა ხაინდრავასა და კაპიტან გიგაურს სასამართლო პროცესი ჰქონდათ. სადაც დადასტურდა, რომ მის ორგანიზაციას 18 მილიონი ჰქონდა და რაში დახარჯეს? თქვან, რაში ხარჯავენ? – ამ თანხებს ქვეყნის ის ძირისგამომთხრელ საქმიანობაში ხარჯავენ. ევროპულ ქვეყნებში დადიან და ამბობენ, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის, ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ეს მაშინ, როცა სხვა რეიტინგები იდება ქვეყნის თაობაზე. დათმობაზე წავედით, მაგრამ მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები