ენტონი ბლინკენი: უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია – უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც თავდაცვის გასაგრძელებლად სჭირდებათ.
,,უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა.
სრულიად აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ თავდაცვის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით – საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა, კონგრესს გაუგზავნა,” – განაცხადა ბლინკენმა.