გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა

“სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, ზურაბ ადეიშვილი უნდა გადმოეცეს საქართველოს და პასუხისგებაში მიეცეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

კახიანი იმედოვნებს, რომ სამართალი იზეიმებს.

,,საზოგადოებისთვის გაუგებარია, ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება, ასე თავისუფლად დადიოდეს ევროპის სახელმწიფოებში და ასეთ ღონისძიებებსა და კონფერენციებში იღებდეს მონაწილეობას. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს და ადეიშვილი ქართულ მხარეს გადმოეცემა.

სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან ასეთი არამეგობრული და გაუგებარი ქმედებები ადრეც ყოფილა და ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს ამ მიმართულებით ისინი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. ჩემთვის, უფრო მოულოდნელი იყო ადეიშვილის იმ ფორმატში გამოჩენა, როდესაც ნიდერლანდებში უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და უკრაინის დელეგაციის მხრიდან ადეიშვილი მონაწილეობდა“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები