რატი იონათამიშვილი: ჩვენმა ინიციატივამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით რადიკალურ ჯგუფებში პოლარიზაცია გაზარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასა და პრაიდის წევრების შეხვედრა ადასტურებს, თუ როგორი “ამორალურია მათი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი”.

იონათამიშვილმა გვარამიასა და „თბილისი პრაიდის“ წევრებს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით რადიკალურ ჯგუფებში პოლარიზაცია გაზარდა.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ერთი მხრივ, ადასტურებს, თუ როგორი ამორალურია ამ ადამიანების პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და მეორე მხრივ იკვეთება, რომ არც ერთს და არც მეორეს, ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი არ აქვთ და ყველა სიტუაციის საკუთარი პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენება უნდათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები