ბრუნდება თუ არა ხატია დეკანოიძე “ნაცმოძრაობაში” – დეპუტატის კომენტარი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება, არ ადასტურებს.

თუმცა, დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნოდ მასთან იდეოლოგიურად თანხვედრაში მყოფ პოლიტიკურ ერთობაში შესვლა განიხილოს.

„არავის შევხვედრივარ. არ ვიცნობ არც ერთს და არც მეორეს. ეს არის არასწორი, ჭორი. გიდასტურებთ, რომ არის არასწორი ინფორმაცია. სხვადასხვა ადამიანს ვესაუბრები, ვნახოთ. რა თქმა უნდა, მედია იქნება პირველი, ვინც ამ ყველაფერს გაიგებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები