მამუკა მდინარაძე: კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ უფრო გაუმჭვირვალე გახდა.
„კიდევ უფრო გაუმჭვირვალე, კიდევ უფრო ბნელი გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუბრუნდებით კანონს, ისინი ამბობენ, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება დაფინანსება. რანაირი დამოკიდებულებაა ეს, რა ხდება? ამას რეაგირება არ სჭირდება?!”,- აცხადებს მდინარაძე.