მდინარაძე – ოპოზიციაზე: მათი გადანაცვლებები საჭადრაკო მაგიდაზე, წაგებულ პარტიაში ვეღარაფერს შეცვლის

“ოპოზიციის ეს გადანაცვლებები საჭადრაკო მაგიდაზე, წაგებულ პარტიაში ვეღარაფერს შეცვლის”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

„არ დავიღლები და „მესინა ჯგუფის“ წარმომადგენლებსა და როზნერს კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი. როგორც ეს ხალხი პოზიციონირებს, ასეთი საჩუქარი ჩვენთვის, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ვერ იქნებოდა. ზედვე აწერიათ, რასთან შეიძლება ასოცირდებოდნენ. ოდესმე ხელისუფლებაში რომ იყვნენ, რა იქნება მათი მთავარი მიღწევა ზედვე აწერიათ. ისინი ასოცირდებიან ბევრად უარესთან – მკვლელობებთან, გაუპატიურებასთან, ბიზნესის რეკეტთან, მედიის ჩახშობასთან, მაგრამ ამავე დროს, რასთანაც ასოცირდებიან – უმუშევრობა, ფასები, გაჭირვება, ზედვე აწერიათ. მეტი რა უნდა გაგვიკეთოს „მესინა ჯგუფმა“?!. ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ ისინი ზრუნავენ და თავს უყრიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ერთად. არა მხოლოდ დეკანოიძე, არამედ მათი ეს გადანაცვლებები საჭადრაკო მაგიდაზე, წაგებულ პარტიაში ვეღარაფერს შეცვლის. ისინი არიან წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები