მამუკა მდინარაძე: უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები

“უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის, მით უმეტეს, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ამიტომ როგორც ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ, უნდა მოიხსნას სანქციები”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ფიქრობს, რომ ამერიკის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

“ქალბატონი დეგნანის პირობებში ეს არ შესრულდებოდა, იმიტომ, რომ ქალბატონ დეგნანს, როგორც ჩანს, სხვა მოტივაციები ჰქონდა, რაც ნამდვილად არ ჩანს ქალბატონი დანიგანის პირობებში. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში და მგონია, რომ მის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის, მით უმეტეს, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ამიტომ როგორც ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ, უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ აგრესიას, ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც არიან იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ახორციელებს,” – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები