კახა კალაძე – გვარამიას საქმეზე: სადაც უნდა, იქ წავიდეს და სადაც უნდა, იქ წაიღოს მისი საქმე

სტრასბურგის უარის შემდეგ ნიკა გვარამიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წასვლას თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება.

თბილისის მერის თქმით, ნიკა გვარამია კონკრეტულ საქმეში იყო დამნაშავე და ეს საქართველოს სასამართლომ დაადასტურა.

“სადაც უნდა, იქ წავიდეს და სადაც უნდა, იქ წაიღოს მისი საქმე. რეალობა არის ერთი, ის, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არის სწორი, სტრასბურგის სასამართლომაც კი არ დააკმაყოფილა. არ ვიცი, ამაზე მეტი სად უნდა წავიდეს, ვერ წარმომიდგენია. რეალობა არის ერთი, რომ ის იყო დამნაშავე იმ კონკრეტულ საქმეში,“ – აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ამასთან, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სტრასბურგის უარის შემდეგ, თავისი საქმით „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები