“კროკუსზე” თავდასხმის დამკვეთი დადგენილი არ არის” – ბორტნიკოვი

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (ФСБ) დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დამკვეთი დადგენილი არ არის.

მისი თქმით, თავდასხმაში მონაწილე პირთა წრე გაფართოვდება, ეჭვმიტანილთა რაოდენობა ამჟამინდელ 11-ზე მეტი იქნება.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს მდივნის მსგავსად, ბორტნიკოვმა თქვა, რომ რადიკალი ისლამისტების მიერ დაგეგმილ თავდასხმას ხელს უკრაინული სპეცსამსახურები უწყობდნენ.

მისივე თქმით, ​”კროკუსზე” თავდასხმა დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს და უკრაინას სჭირდებოდა, რათა მოხდეს ვითარების შერყევა და რუსეთში საზოგადოებაში პანიკის დათესვა.

ბორტნიკოვის თქმითვე, რუსი სამხედროების კანონიერ სამიზნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი წარმოადგენს.

მისივე თქმით, უკრაინა ბოევიკებს ახლო აღმოსავლეთში ამზადებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები