ნიკო კაჭკაჭიშვილმა ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა

 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. კაჭკაჭიშვილი ამ თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით გუშინ დაინიშნა,თუმცა უკვე დღეს მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. როგორც კაჭკაჭიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას არ სურს პოლიტიკურ გარიგებებში მიიღოს მონაწილეობა და ემიჯნება პროცესებს. ამ დროისათვის ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. პარალელურად, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მხარდამჭერები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები