გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გრიფიტსმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

მარტინ გრიფიტსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უჩვეულოდ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა, რომლებშიც ის ამბობდა, რომ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმას შეიძლება „ხოცვა“ გამოეწვია. ამასთან, ის მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ ქალაქში ისრაელის შეჭრა „ისედაც მყიფე ჰუმანიტარულ ოპერაციას სიკვდილის კართან დატოვებდა“.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გრიფიტსმა აღნიშნა, რომ როლი, რომელსაც სამუშაოზე ასრულებდა, იყო მისი „ცხოვრების პრივილეგია“, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები