საფრანგეთის სპეცსამსახურებმა რუს კოლეგებს თანამშრომლობა შესთავაზეს

საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებმა ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთს თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზეს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ყველა დონეზე შევედით კონტაქტში, როგორც ტექნიკურ, ასევე, სამინისტროს დონეზე, რათა შეგვეძლოს თანამშრომლობა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს და რომელიც შესაძლოა, სასარგებლო იყოს რუსული მხარისთვის“, – თქვა მაკრონმა.

კითხვაზე – არის თუ არა მოსალოდნელი ვლადიმერ პუტინთან მისი კონტაქტების განახლება, მაკრონმა თქვა, რომ პირველ ეტაპზე გაცვლები ამ დონეზე განხორციელდება, ”შემდგომი იქნება დამოკიდებული სიტუაციის განვითარებაზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები