“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება საფრანგეთზე თავდასხმას ცდილობდა” – მაკრონი

epa09023921 French President Emmanuel Macron attends a G7 online meeting, from Paris, France, 19 February 2021. Leaders of the Group of Seven economic powers are holding their first meeting of 2021. EPA/Thibault Camus / POOL POOL IMAGE MAXPPP OUT (MaxPPP TagID: epalivefive334380.jpg) [Photo via MaxPPP]

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულება რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად თავდასხმის ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაციისგან“, – აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, როგორც მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ხალხს და დასძინა, რომ საფრანგეთმა შესთავაზა მოსკოვს დახმარება სადაზვერვო მიმართულებით.

როგორც მაკრონი განმარტავს, საფრანგეთი მთავარ პარტნიორებთან ერთად მიიჩნევს, რომ თავდასხმა დაგეგმილი და განხორციელებული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამავე ორგანიზაციას ბოლო თვეების განმავლობაში საფრანგეთის მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რის გამოც საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები