ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – არიან დაშავებულები (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, პეჩერსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი არასაცხოვრებელ სამსართულიან შენობას დაეცა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მიემართებიან. 4 დაშავებულია, მათგან ორს, მათ შორის 16 წლის გოგონას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ამავდროულად, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, რომ საგანგებო გამოძახებებია, ასევე, სოლომენსკის და დნეპრის რაიონებში. ინფორმაცია ზუსტდება.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერგეი პოპკოს თქმით, ჰოლოშეევსკის რაიონში რაკეტების ფრაგმენტებია დაფიქსირებული, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სამხედროები აცხადებენ,რომ ოკუპანტებმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს რომელიც ყირიმიდან იყო გაშვებული

სოლომენსკის რაიონში მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები