ბელგოროდში ერთ კვირაში 1600-ზე მეტი ბინა და 1200-ზე მეტი მანქანა დაზიანდა

ბელგოროდში ბოლო ერთ კვირაში 1669 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე, 1247 ავტომობილი დაზიანდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვალენტინ დემიდოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს – “პირველ ყოვლისა, ჩამტვრეული მინების ჩასმას, შემდეგ, აივნების შეკეთებას და მერე, ზოგად სამშენებლო სამუშაოებს”.

მისივე თქმით, მინის წარმოება და ფანჯრებში ჩასმა ეტაპობრივად მოხდება, სავარაუდოდ, დასრულდება 31 მარტამდე.

სახურავების აღდგენა აპრილის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

დემიდოვი ასევე ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში 1247 მანქანა დაზიანდა, მათგან 350-ის ექსპერტიზა უკვე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები