“ISIS-სთვის ყველა მტერია” – რა მიზნები აქვს დაჯგუფებას მსოფლიოსა და რუსეთში

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები, ევროპა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთან კამათობენ და ომისთვის ემზადებიან, მათ წინააღმდეგ ომს „ისლამური სახელმწიფო“ უკვე აწარმოებს.

ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წერს.

„უკრაინასა და ღაზას სექტორში ომის ფონზე, აშშ-ის და დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ ძალებთან – რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან გაძლიერდა. მაგრამ “ისლამური სახელმწიფოსთვის” ისინი ყველა მუსლიმური რწმენის მტრები არიან და ყველა უნდა განადგურდეს“, – ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

აღნიშნულია, რომ ISIS-ს დიდი ხანია, რუსეთი სძულს. 2015 წელს დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა თვითმფრინავის აფეთქებაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოფრინდა, რომლის ბორტზეც 224 ადამიანი იმყოფებოდა. 2022 წელს “ისლამური სახელმწიფო” ქაბულში რუსეთის საელჩოს დაესხა თავს – დაიღუპა ორი რუსი დიპლომატი და ოთხი – ავღანელი.

Wall Street Journal-ი წერს, რომ კრემლის წინააღმდეგ ისლამისტების ისტორიულ პრეტენზიებს შორისაა – ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომები. ამჟამად, ISIS გაბრაზებულია მისი ძალების წინააღმდეგ რუსული ოპერაციებით სირიასა და დასავლეთ აფრიკაში.

WSJ-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ისლამისტებისთვის სულ უფრო ადვილია ცენტრალური აზიიდან მიგრანტების გადაბირება, რადგან რუსეთში ისინი სულ უფრო მეტია მობილიზაციისა და მუშახელის დეფიციტის გამო. მიგრანტები ხშირად ცუდად საუბრობენ რუსულად, მათ ცუდად ექცევიან, პოლიცია მათ დასდევს და ფრონტზე აგზავნის.

„მიგრანტების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მათ რადიკალიზაციას“, – ციტირებს გაზეთი ვაშინგტონში ყირგიზეთის ყოფილ ელჩს, კადირ ტოქტოგულოვს.

ისლამაბადში ისლამიზმის კვლევითი ცენტრის – Khorasan Diary-ის წარმომადგენელმა, რიკარდო ვალემ თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგიაა იშვიათი, მაგრამ ზუსტი თავდასხმა”. ამის მიზანია “ძლიერი და ძალაუფლების მქონე ძალის იმიჯის შექმნა მიმდევრების მოსაზიდად. „ისლამური სახელმწიფო” მზად არის, მოთმინებით დაელოდოს დარტყმისთვის შესაფერის მომენტს“.

“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმას დაჯგუფების ავღანურ განშტოება “ვილაიათ ჰორასანს” აწერენ, რომელიც 2015 წელს აღმოსავლეთ ავღანეთში წარმოიშვა, სადაც ოდესღაც ოსამა ბინ ლადენი იმალებოდა. თავდაპირველად, მისი მიზნები ძირითადად ლოკალური იყო  ავღანეთის შიიტური თემი, და “თალიბანის” მოძრაობა.

თუმცა, ბოლო დროს ის მოქმედების საზღვრებს აფართოებს. WSJ-ის ექსპერტებმა ამაში ხედავენ იმის მტკიცებულებას, რომ „ტერორისტული ორგანიზაცია ტოვებს თავის აკვანს – სირიასა და ერაყს, სადაც სრულად დამარცხდა“.

სამხედრო კონფლიქტების კვლევის ცენტრ Militant Wire-ის თანადამფუძნებელი, ლუკას ვებერი ამბობს, რომ რუსეთში შეჭრა სწორედ ამ ჩარჩოში ჯდება.

“განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის შესახებ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები