მოსკოვში უმსხვილეს საგამოფენო სივრცე ВДНХ-ში შესვლა გამკაცრდა
მოსკოვში, უმსხვილეს საგამოფენო სივრცე “ვედეენა”- ში (ВДНХ) უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო, შესვლა პასპორტის წარდგენის შემდეგ და მხოლოდ მთავარი შესასვლელიდან არის დაშვებული.
ამის შესახებ საგამოფენო სივრცის ტელეგრამშია ნათქვამი.
“შესვლა შესაძლებელია მხოლოდ პასპორტის წარდგენის შემთხვევაში. ელექტროსკუტერებითა და ელექტროველოსიპედებით გადაადგილება აკრძალულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ „მოსკვარიუმის“ უფასო ავტობუსები მეტროსადგურ ВДНХ-დან არ იმოძრავებენ.