“უკიდურესი საფრთხე” – საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდეს

“კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთმა ტერორისტული საფრთხის დონე  უმაღლესამდე გაზარდა.

ამის შესახებ გაზეთი Figaro ქვეყნის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომელმაც განცხადება 24 მარტს თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

მანამდე, Agence France-Presse-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელიც “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტს და მის შედეგებს მიეძღვნა.

„მოსკოვში მომხდარი ტერაქტისა და საფრანგეთის მისამართით “მუქარის” გამო, ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე – „ტერორისტული თავდასხმის უკიდურეს საფრთხემდე“ გაზარდა“, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები