მოსკოვის სასამართლომ “კროკუს სითი ჰოლში” ტერაქტისთვის ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” 22 მარტს სროლის გამო – რიჩაბოლიზოდ საიდაკრამ მურადოლის, დალერჯონ მირზოევს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შასმიდინ ფარიდუნის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალად “ადამიანთა ჯგუფთან ერთად ტერაქტი” ედებათ. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205- ე მუხლის მიხედვით, ბრალი სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.

დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში 22 მაისამდე გადაიყვანეს.

გამოძიების ცნობით, ოთხივე მათგანი თავდასხმის უშუალო მონაწილეები არიან.

ყველა მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემით, 137 ადამიანია დაღუპული, 182 კი დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები