“კროკუს სითი ჰოლში” დაშავებულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაღუპულია 137 მოქალაქე

მოსკოვის ოლქში მდებარე მრავალდონიან საკონცერტო დარბაზში – “კროკუს სითი ჰოლში” 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ მოსკოვის ოლქის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოებში 101 ადამიანი რჩება, 61 ამბულატორიულ მკურნალობას გადის, 20 გაწერილია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემით, ტერაქტის შედეგად, 137 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები