სკოლებში სასწავლო პროცესი შესაძლოა, გახანგრძლივდეს
სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება იგეგმება -ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა -“ესაა გეგმა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი აკადემიური წლიდან განხორციელდება“. მისივე განმარტებით, დღესდღეობით კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 30-ია, გეგმის მიხედვით კი 25-მდე შემცირებაზეა საუბარი. გარდა ამისა, სანიკიძის განცხადებით, სამინისტრო სასწავლო პროცესის გახანგრძლივებაზეც მუშაობს.