ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა უნდა წააგოს ომი

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 760 დღე. ორ წელზე მეტია იმის ნათელ მტკიცებულებას ვხედავთ, თუ რა მოაქვს პუტინის სისტემას მსოფლიოსთვის. ნანგრევები ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად. სიკვდილი და ტკივილი და არა სიცოცხლე. ტერორი საერთაშორისო სამართლის ნაცვლად”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი”ტვიტერზე” წერს.

მისივე თქმით, რუსეთმა ომი უნდა წააგოს.

“უკრაინელები მამაცურად იცავენ სამშობლოს და ასე გააგრძელებენ. ყველას მადლობელი ვარ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი. ეს არის ერთადერთი გზა სიცოცხლის საიმედოდ დასაცავად. საჰაერო თავდაცვა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია, სანქციები, რუსული აქტივების კონფისკაცია და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა – ეს ყველაფერი აახლოებს სამართლიანი მშვიდობისა და ნორმალური ცხოვრების აღდგენას”, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები