ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას განაგრძობს

ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.

როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, ოპერაცია მანამდე არ დასრულდება, სანამ ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიას „ჰამასის“ მებრძოლებისგან სრულად არ გაწმენდენ.

ამასთან, The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის ფარგლებში ჯარისკაცების მიერ დაკავებული 800 ეჭვმიტანილიდან 480 „ჰამასის“ ან პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ წევრი აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს, ისრაელელმა სამხედროებმა ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი ინფრასტრუქტურა და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები