კამალა ჰარისი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

როგორც ჰარისმა განაცხადა, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი “ისლამური სახელმწიფოა”.

”არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა”.

რაც მოხდა არის ტერორისტული აქტი. დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები