რუსეთში დღეს გლოვის დღეა

რუსეთში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული.

ცნობისთვის, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები