კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ყველანაირ ტერორიზმს ეწინააღმდეგება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ყველანაირ ტერორიზმს ეწინააღმდეგება.

“ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას“, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები