მოსკოვში, Crocus City Hall-ში გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული

მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 320 მეხანძრე-მაშველი და 130-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული.

გარდა ამისა, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.

შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები