ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე ნიშნები იმისა, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინა და უკრაინელები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.
შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შენობიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო.