რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 205-ე მუხლით აღძრა, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ოფისის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.