რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარ თავდასხმას სისხლიანი ტერაქტი უწოდა.
მისი თქმით, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს ეს საზარელი დანაშაული.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს ზარებს მთელი მსოფლიოდან რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც გამოხატავენ მწუხარებას „კროკუსში“ მომხდარ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მთელი კაცობრიობის თვალწინ მომხდარ ამ სისხლიან ტერაქტს მტკიცედ გმობენ.
ახლა რუსეთის ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ხალხის გადარჩენისკენაა მიმართული.
მთელი მსოფლიო საზოგადოება ვალდებულია დაგმოს ეს ამაზრზენი დანაშაული!“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამზე“.