ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი ქალაქ სურაბაიას ჩრდილო-დასავლეთით 156 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ქალაქში 2 374 000 ადამიანი ცხოვრობს.

ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები