კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს, კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს!
თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და სრულიად საქართველოს გამარჯვებას ულოცავს.
„არის! გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს! ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია. კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს“, – წერს კალაძე Facebook-ზე.