“საფრანგეთში სხვა ქვეყნიდან ჩატანილი ამდენი რაოდენობის კუბოს დამალვა შეუძლებელი იქნება” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ საფრანგეთი უკრაინაში თავის ჯარს გაგზავნის, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მათი განადგურება იქნება პრიორიტეტული და დიდებული ამოცანა.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

“საქმის სიკეთისთვის ცუდი არ იქნება,  თუ მოუსვენარი ფრანგები ბანდერლენდში რამდენიმე პოლკს გაგზავნიან. ამ რაოდენობის სამხედროების დამალვა პრობლემური იქნება, შესაბამისად, მათი გეგმაზომიერი განადგურების საკითხი არ იქნება ყველაზე რთული, მაგრამ იქნება, უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა.

და როგორი სარგებლის მომტანი იქნებოდა!

საფრანგეთში სხვა ქვეყნიდან ჩატანილი ამდენი რაოდენობის კუბოს დამალვა, პროფესიონალი სამხედროების დაღუპვის დამალვა – შეუძლებელია. ვერ აირიდებ პასუხისმგებლობას საუბრებით, რომ, თითქოს, “დაქირავებულები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს”. ეს უბედურები გახდებიან სრულფასოვანი მებრძოლები ინტერვენციის კონტინგენტის შემადგენლობაში. მათი განადგურება ჩვენი შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული და დიდებული ამოცანა იქნება.

მაგრამ, საფრანგეთის ხელმძღვანელობის მამლებისთვის ეს გადაწყვეტილება გილიოტინის ტოლფასი იქნება. მათ ნაწილებად დაჭრიან გაბრაზებული ნათესავები და ოპოზიციის ბოროტი წარმომადგენლები, რომლებსაც უნერგავდნენ, რომ საფრანგეთი რუსეთთან არ ომობს. ხოლო ევროპაში სხვა, მოუსვენარი იდიოტებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება”,- წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები