აშშ-მა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

შეერთებულმა შტატებმა საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტა AGM-183A გამოსცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას Defense News-ი აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, გაშვება სტრატეგიული ბომბდამშენიდან B-52H-დან განხორციელდა, რომელიც გუამში ანდერსენის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრინდა.

მისი თქმით, მიღებულია “ღირებული და უნიკალური მონაცემები. ტესტირება გამიზნული იყო არაერთი ჰიპერბგერითი პროგრამის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ, ასევე, დავადასტურეთ და გავაუმჯობესეთ ჩვენი ტესტირებისა და შეფასების შესაძლებლობები, რათა გავაგრძელოთ მოწინავე ჰიპერბგერითი სისტემების განვითარება”.

გაშვება იყო AGM-183 რაკეტის პროტოტიპის მეხუთე ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები