20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება
მთელ მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე 20 მარტს აღინიშნება. ეს დღე გაეროს მიერ 2012 წლის 28 ივნისს დაარსდა.
აღინიშნა, რომ ბედნიერების საერთაშორისო დღის მიზანია – დაეხმაროს ადამიანებს მთელ მსოფლიოში გააცნობიერონ ბედნიერების მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში.
მსოფლიოს ხალხის გასაბედნიერებლად 2015 წელს გაერომ 17 მიზანი დასახა – სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება და პლანეტის დაცვა.
ამ დღის აღნიშვნა 2013 წლიდან დაიწყო.
ბედნიერების მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს ადამიანებს, ჰქონდეთ უწყვეტი პროგრესი, თუნდაც პატარა საქმეებში, რომლებიც მათი ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ტრადიციულად, უკვე 10 წელზე მეტია, რაც World Happiness Report-ი მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეშვიდე წელია, მას ფინეთი უძღვება; ხოლო რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს – სომხეთი 82-ე, საქართველო 91-ე, ხოლო აზერბაიჯანი 101-ე ადგილს იკავებს.