ანრი ოხანაშვილი: წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია

“წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მიგრაციასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული.

“ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა, როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. “ნაციონალური მოძრობის” წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები