საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ნატოს კონტაქტებს კრემლი აკვირდება

საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტებს კრემლი გამოეხმაურა.

როგორც სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, ჩრდილოეთ კავკასიაში ნატოს გავლენების გაფართოების მცდელობა რეგიონს სტაბილურობას ვერ შემატებს.

„ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ნატოს სურვილი, ჩრდილოეთ გააძლიეროს თავისი ყოფნა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე გვესმის, რომ ნატოს მცდელობა – გააფართოოს თავისი გავლენა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კავკასიას სტაბილურობა და პროგნოზირებადობა შემატოს. ეს კონტაქტები – კავკასიის სახელმწიფოების სუვერენული უფლებაა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და, ძირითადად, ვაპირებთ, გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს მხარეს აქვს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები