სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტანია ფაიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია წარმოებულ რეფორმებზე.
„ევროკავშირის გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია. მე ვეთანხმები ფედერიკა მოგერინის, ეს პროცესი არა გაფართოება, არამედ გაერთიანებაა. სლოვენია ძალიან ძლიერი მხარდამჭერია ორგანიზაციის გაფართოების, პარტნიორების დახმარების, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზაცია უფრო ძლიერი იქნება. მნიშვნელოვანია დეკემბრის გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაზე, რაც გულისხმობდა კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მოლაპარაკებების გახსნისთვის მზაობას მოლდოვა-უკრაინასთან. დიდი იმედი მაქვს საქართველოც რაც შეიძლება მალე იმავე პოზიციაში იქნება“, – აღნიშნა ტანია ფაიონმა
“ქრონიკის” ეთერში.