ბექა ოდიშარია – თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: რეალურ მოცემულობასთან ამ ციფრებს კავშირი არ აქვს

“რეალურ მოცემულობასთან ამ ციფრებს კავშირი არ აქვს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან საქართველოდან წავიდა საქართველოს 800 ათასი მოქალაქე და მხოლოდ 2022 წელს საქართველოს 30 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ოდიშარიას თქმით, ბოკუჩავას განცხადება უპასუხისმგებლოა.

“ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ხალხი გაურბოდა ტერორს, ციხის შიშს, რეკეტს. თინა ბოკუჩავას განცხადება არის უპასუხისმგებლო, რეალობასთან აბსოლუტურად შეხების არ მქონე. ციფრები არის წარმოდგენილი, რადგან ადამიანები რომ გადიან, ბრუნდებიან კიდეც. მას დაავიწყდა ალბათ ეთქვა, რომ ადამიანები გადიან და ბრუნდებიან“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები