დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვისთვის მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის მოლდოვამ რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

შესაბამისი ნოტა რუსეთის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს ეცნობა.

როგორც სოციალურ ქსელში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ დაწერა, “რუსეთმა დნესტრისპირეთის რეგიონში არჩევნები იმის მიუხედავად ჩაატრა, რომ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია იცოდა”.

რუსეთის საგარეო უწყებაში თქვეს, რომ დიპლომატის გაძევებას “უპასუხებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები