რატი ბრეგაძე: სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ

ალბათ, ყველას ახსოვს „ნაცმოძრაობის“ დროს მათი სლოგანი – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ციხეებში სისტემური დანაშაულები ხდებოდა.

„ალბათ, ყველას ახსოვს „ნაცმოძრაობის“ დროს მათი სლოგანი – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში. „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა 30 000-მდე იყო და ჩვენს პირობებში ეს რიცხვი სამჯერაა შემცირებული. კარგად გემახსოვრებათ ყველას, პირველ ყოვლისა, მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. მარტო ეს რომ აღერიცხათ, თუნდაც ციხეში მათი თანამშრომლების დანაშაულები რომ აღერიცხათ სათანადოდ, დარწმუნებული იყავით, ვერასოდეს დავეწევით თანამედროვე პირობებში დანაშაულის სტატისტიკას. შესაბამისად, სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ყოველწლიურად მძიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები