ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიცია დღეს დიდი თავსატეხის წინაშე დგას, როგორ დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და “ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ ასამუშავებელ კანონს რა დაუპირისპირონ
“ყველას გვახსოვს შარშანდელი მარტის სპექტაკლი, როდესაც “ხალხის ძალის” ინიციირებული კანონპროექტი წაუკითხავად გააპროტესტებინეს გზააბნეულ საზოგადოებას. მაშინაც ერთი დირიჟორი ჰყავდა პროცესებს და პროტესტის საწყის ეტაპზე მოახდინეს ინსინუაციური კამპანიის წამოწყება, თუმცა მალევე ბუმერანგივით შეუბრუნდათ საკუთარი განზრახვა და პროტესტი, როგორც გრძელვადიანი სამოქალაქო ამბოხი ჩაუვარდათ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, “დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების” სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება”.