მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკოსთან დაკავშირებით.

 „გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები,”- განაცხადა პრემიერმა.

 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ  „მიიღო კონკრეტული დავალებები – თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო,” პრემიერმა ასე უპასუხა:

 „სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ, რომ ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ”, –  განაცხადა პრემიერმა.