იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე “მთავარი არხის” ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს

იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე “მთავარი არხის” ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

,,იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებას ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს აქვს გავრცელებული განცხადება, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა მივლინებებში დახარჯული თანხები, ტელეკომპანია განაგრძობს ფაქტებით მანიპულაციას და კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს.

სამინისტროს განცხადება აღნიშნულ საკითხზე სრულად იხილეთ ბმულზე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები