გერმანიის მთავრობაში პუტინს “პრეზიდენტად” არ მოიხსენიებენ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გერმანიის მთავრობაში ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად არ მოიხსენიებენ.

ბერლინში სამთავრობო პრესკონფერენციაზე მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილეს,  კრისტიანე ჰოფმანს ჰკითხეს, გამოიყენებს თუ არა გერმანიის მთავრობა პუტინის ხსენებისას მის წოდებას, როგორიცაა – „პრეზიდენტი“, ჰოფმანმა თქვა: „ამჟამად, რუსეთთან კონტაქტები ძალიან შემცირებულია. ზოგადად, ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ პუტინთან, თუ ამას აზრი ექნება. მაგრამ ამ დროისთვის ასეთი გეგმები ამ არსებობს“.

დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ მან დასძინა: ”ამჟამად, ჩვენ არ ვართ დიალოგში ვლადიმირ პუტინთან, ამიტომ შეკითხვა, თუ რას ვუწოდოთ – არ დგას”.

ანალოგიური განცხადება გაკეთდა საგარეო უწყების მხრიდან.

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სებასტიან ფიშერმა თქვა, “გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს პუტინი მოიხსენიოს ისევე, როგორც ადრე – პუტინი”.

დამაზუსტებელ კითხვაზე – დაამატებს თუ არა საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი რაიმე აღნიშვნას – ფიშერმა თქვა: „არ მახსენდება, რომ ბოლო დროს ამას რამეს ვამატებდეთ”.

თუმცა, როგორც DW წერს, სულ რამდენიმე კვირის წინ, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ჭრილში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიყენა რეგალიე – „პრეზიდენტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები