ბელგოროდში ერთ კვირაში 11ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ბოლო ერთ კვირაში იერიშების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრეი იკონიკოვმა განაცხადა.

ბოლო ერთი კვირაა, რაც უკრაინის მხრიდან ბელგოროდის რეგიონის დაბომბვა გახშირდა.  გარდა ამისა, რამდენიმე დასახლებაში პროუკრაინულ ძალებთან შეტაკებაც მოხდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონი “აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონად” გადაიქცა, ხოლო რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ ბელგოროდის რეგიონში უკრაინული დანაყოფის შეღწევა აღკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები